სტუდია

magnet
magnet

ჩვენი გუნდი

ნეტიკოს გააჩნია ძლიერი ტექნიკურ–ინტელექტუალური საფუძველი, რათა შექმნას თქვენთვის სასურველი პროდუქცია. საიტები, რომლებიც ჩვენთან იქმნება გამოირჩევა კრეატიული იდეებით და უახლესი ტენდენციების გამოყენებით.

ნეტიკოს გუნდს ქართველი და ფრანგი დიზაინერები და ვებ დეველოპერები წარმოადგენენ. ჩვენი გუნდის ქართველი წევრები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ და ქმნიდნენ ისეთი წამყვანი ქართული კომპანიების პროდუქტებს, როგორიცაა საქართველოს ბანკი, სარეკლამო კომპანია "სარკე", "ბანკი რესპუბლიკა - სოსიეტე ჟენერალი ჯგუფი" და ა.შ.
 
ნეტიკოს დიზაინერები:
 
ნინუკა ცინცაძე ნეტიკოს წამყვანი დიზაინერია, რომელიც წლების მანძილზე ქმნიდა სარეკლამო და დიზაინ პროდუქტებს სხვადასხვა წამყვანი ქართული კომპანიებისთვის სარეკლამო სააგენტო სარკეში მუშაობისას, ასევე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ქმნიდა პროდუქციის სარეკლამო დიზაინს საქართველოს ბანკში.
 
ვინსენტ პრზიბილა ნეტიკოს ფრანგი დიზაინერი და მარკეტოლოგია. ამიტომ, მისი ცოდნა და გამოცდილება ვებ დიზაინშიც კლიენტზე ორიენტირებულ მარკეტინგულ აზროვნებას ემყარება. ვინსენტს იდეალურად ესმის ვებ საიტები კომუნიკაციის სტრატეგიის კონტექსტში და წარმატებით გადააქვს ვებ გვერდების მარკეტინგული მიზნები დიზაინერულ გადაწყვეტილებებში.
 
GEORG GAMEZ სტუდიის კრეატიული მხატვარ-დიზაინერია, რომელიც ნეტიკოში ქმნის ყველაზე ექსკლუზიურ და კრეატიულ დეტალებს არამარტო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
 
თინა გორდელაძე ამჟამად საქართველოს ბანკისთვის ქმნის ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებების დიზაინს და ამავდროულად სტუდია ნეტიკოსთან თანამშრომლობს.
 
ნეტიკოს წარმატებული და პროფესიონალი დიზაინერების გუნდი თქვენს საქმიანობაში ზუსტად მიღწეული შედეგის გარანტიაა.

ნეტიკოს პროგრამისტები:
 
სებასტიან დელკური (საბა) ნეტიკოს დამფუძნებელი და პროგრამულ უზრუნველყოფის სპეციალისტია. სებასტიანი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საფრანგეთში, კანადაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ლექტორად, ი.ტ. განყოფილებების ხელმძღვანელად და პროგრამისტად.
 
ფრანგულ-ქართული გამოცდილების ერთობლიობა და მისაღები ფასები განაპირობებს ჩვენი გუნდის სიძლიერეს და უპირატესობას ი.ტ. ინდუსტრიის სფეროში.

საქართველო : (+995) 557 28 48 27

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

© created by netiko 2012

Netiko IT services - Website & webdesign
best websites, vote for us !