სტუდია

magnet
magnet

რა გვანიჭებს უპირატესობას

ქართული გარემოს და ი.ტ. განვითარების ფრანგული მოდელის ცოდნა სტუდია ნეტიკოს საშუალებას აძლევს კარგად გაიგოს და უპასუხოს თქვენს მოლოდინს ქართული ბაზრის მოთხოვნებისა და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ჩვენი კლიენტების წარმატება ინტერნეტში ჩვენი წარმატების შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, თითოეული ნამუშევრის ხარისხი და გამართული მუშაობა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. 

ინდივიდუალური მარკეტინგული მიდგომა

თითოეული ვებ გვერდის შექმნისას ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და ვითვალისწინებთ მომხმარებელთა იმ სეგმენტის გემოვნებას და მოლოდინს, რომელთანაც დამკვეთ კომპანიას უხდება საქმიანობა.

მეგობრული საიტები

თანამედროვე სამყაროში ვებ გვერდი ძალიან ხშირად წარმოადგენს ადგილს, სადაც კლიენტი კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას იძენს და განაპირობებს შემდეგში მის დაინტერესებას. ამიტომ, ვებ გვერდის დანიშნულებაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის გასაგები, მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური ვიზუალური საშუალებებით გახადოს ინფორმაციის მიღება სასიამოვნო და ადვილი პროცესი ვიზიტორებისთვის.

სარეკლამო კამპანია ინტერნეტის მეშვეობით 

"ნეტიკოს" საკუთრებას წარმოადგენს ოთხენოვანი განცხადებების პორტალი, www.gancxadebebi.ge, რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რიცხვი "გუგლ ანალიტიკსის" მონაცემების მიხედვით თვეში 270 000, ხოლო დღეში 22 000 მომხმარებელს აღემატება და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სტუდია ნეტიკო გთავაზობთ ჩვენს მიერ დამზადებული ვებ გვერდის უფასო რეკლამირებას აღნიშნულ საიტზე, რაც ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია ახლად შექმნილი ვებ-გვერდების სწრაფი პოპულარიზებისთვის.

უსაფრთხოება

ნეტიკო განსაკუთრებით ზრუნავს ჩვენი პროდუქტების პროგრამული კოდის დაცულობაზე და გამართულ პროგრამული უზრუნველყოფაზე. ამასთან, კომპანია ნეტიკოს საიტები ფრანგულ სერვერებზეა განთავსებული, რაც ჩვენი კლიენტებისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

პუნქტუალურობა ნეტიკოში

ნეტიკომ გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დროს. ჩვენთვის ღირსების საკითხია კლიენტთან შეთანხმებული გეგმის დროულად შესრულება და ვადების პატივისცემა.

ვებ გვერების მართვა

ნეტიკო დიდ ყურადღებას უთმობს, რათა ვებ გვერდის მართვა ადმინისტრატორისთვის მარტივი და ამავე დროს მრავალფუნქციური შესაძლებლობებით გამორჩეული იყოს.

დამოკიდებულება პარტნიორებთან

ჩვენ გვესმის, რომ ნეტიკოს პარტნიორებს ჩვენი მომსახურება კვლავაც შეიძლება დასჭირდეთ. ამიტომ, ნეტიკოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიენტებთან თანამშრომლობა გავხადოთ ურთიერთსასარგებლო და მომავალშიც შევინარჩუნოთ მათთან პოზიტიური, პარტნიორული ურთიერთობები.

ტრენინგი და მხარდაჭერა

ყოველი ვებ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვატარებთ უფასო ტრენინგს კომპანიის თანამშრომლებისთვის, რათა მათ შეძლონ ახალი პროდუქტის დამოუკიდებლად მართვა. ასევე, პროექტის დასრულების შემდგომ ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უზრუნველვყოფთ საიტის ტექნიკურ მხარდაჭერას.

ნეტიკოს ღირებულებები:

ჩვენ ვაფასებთ თითოეული დამკვეთის სურვილებს და მისწრაფებებებს.თქვენი ინტერესების დაცვა ინტერნეტ სივრცეში ჩვენი ღირსების საქმეა. ნეტიკოს გუნდის ყველა წევრისთვის პატივია თქვენთან თანამშრომლობა და მეგობრობა. 

საქართველო : (+995) 571 188 133

საფრანგეთი : (+33) 6 65 91 82 22

© created by netiko 2012

Netiko IT services - Website & webdesign
best websites, vote for us !